ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ე.წ. ციანიდის საქმეში სასულიერო პირებთან ერთად პოლიტიკოსებიც არიან გარეულები”

მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ მისი სახელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება. მეუფეს თქმით, ე.წ.  “ციანიდის საქმეში”  სასულიერო პირებთან ერთად პოლიტიკოსებიც არიან გარეულები. მისი განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავის ნათესავთან სწორედ ერთ-ერთი პოლიტიკოსის შესახებ საუბრობს, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები არსებობს. მეუფის ინფორმაციით, სწორედ ამის გამოა, რომ ხელისუფლება ე.წ. “ციანიდის საქმეში” სიმართლეს მალავს, რათა საკუთარი გუნდის წევრი გადაარჩინონ.

“ე. წ. ციანიდის საქმის ირგვლივ პროკურატურა რა ინფორმაციასაც აჟღერებს, ყველა მათგანი ცრუა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მათ შორის პატრიარქისაც. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის გადასაფარად ხდება.  ბინძური ადამიანებისაგან ბინძურ მეთოდებს არ გამოვრიცხავ, ყველაფერი შეიძლება  მოხდეს.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, რამაც გაიჟღერა და რაც ღია შანტაჟი იყო, მე რაც ვიცი, მამაო ამ უხსენებელ თავის მოგვარესთან საუბრობს ერთ-ერთ პოლიტიკურ ფიგურაზე, რომელიც ამ ქალბატონის მეგობარია და ერის ადამიანია, ანუ მის პირად ცხოვრებაზე არის ჭორაობა და ვფიქრობ, ხელისუფლებას ვიღაც საკუთარი გუნდის წევრის დამალვა უფრო აწყობს, ვიდრე სიმართლის დადგენა,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ ე.წ. “ციანიდის საქმეში”  მეუფე პეტრე დეკანოზ გიორგი მამალაძის თანამზრახველია და მას უწმინდესის მოკვდინება სურდა.

იტვირთბა....