თბილისში საბურთალოს ბაზრის ყოფილ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, სპეცრაზმის თანამშრომლები მიმდინარე ტერიტორიას აკონტროლებენ და მოსახლეობას გარეთ გამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ნარკორეალიზატორები არიან და მათი აყვანა ფაქტზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტის შესახებ მედიას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.