aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნატომ საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე დეკლარაცია მიიღო. კენჭისყრამდე დეკლარაციის ტექსტში ქართულმა დელეგაციამ დამატების შეტანა მოითხოვა. კერძოდ, ქართული დელეგაციის წევრის, სოფიო ქაცარავას მოთხოვნით, დეკლარაციის მე-18 პარაგრაფს, სადაც რუსეთის ფედერაციისადმი მოწოდებაზეა საუბარი, დაემატა გადაადგილების თავისუფლების მოთხოვნა.

„რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ქმნის ხელოვნურ ბარიერებს ოკუპაციის ხაზზე და მის გასწვრივ, ამიტომ გვინდა დელეგაციის სახელით შემოგთავაზოთ ქვეპარაგრაფი მე-18 პარაგრაფში, რომელიც მოითხოვს მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლებას სადემარკაციო ხაზის ორივე მხარეს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ქართული დელეგაციის მოთხოვნას სრულად დაუჭირა მხარი დეკლარაციის მომხსენებელმა. საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად ასამბლეის წევრებმა დეკლარაცია შესაბამისი დამატებით მიიღეს.

იტვირთბა....