ახალი ამბები ბიზნესი კვლევები მთავარი

TOP 20 – „მეტრონომის“ კვლევა: ათასობით მოქალაქემ თბილისის 2017 წლის საუკეთესო რესტორნები გამოავლინა

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „მეტრონომი“ აგრძელებს კვლევებს. ამჯერად მან ათასობით მოქალაქეთა გამოკითხვა რესტორნების ქსელებზე ჩაატარა, რომლითაც გამოვლინდა საქართველოში მოქმედი რესტორნების  საუკეთესო ოცეული – შედგა TOP 20. კვლევას გაზეთმა ერთ თვეზე მეტი მოანდომა. ამ პროექტში გაზეთ „მეტრონომის“ საინფორმაციო მხარდამჭერი იყო ინგლისურენოვანი გაზეთი FINANCIAL.

„მეტრონომმა“ დაიქირავა სპეციალური სამსახური, რომლებიც ერთი თვის  განმავლობაში პირდაპირი გამოკითხვის წესით 5 000-ზე მეტი მომხმარებელი გამოკითხეს თბილისსა და მის შემოგარენში. ისინი პასუხობდნენ კითხვაზე: „რომელ რესტორანს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ“.

გამოკითხვა ჩატარდა თბილისის თითქმის ყველა უბანში, ყოველი გამოკითხული მოქალაქე სპეციალურ ანკეტაში ნიშნავდა იმ რესტორანს, რომელიც  მისთვის მისაღები იყო სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით: ფასები, ადგილი, მომსახურება, სისუფთავე, ინტერიერი, ექსტერიერი, პარკინგი, კერძები, ხედი და სხვ.

საბოლოოდ, 5 000 მომხმარებლის გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა საუკეთესო 20 რესტორანი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. საბოლოოდ, შედგა TOP 20 (იხილეთ ცხრილი).

Tazo-Banner

რაც ყველაზე მთავარია,  „მეტრონომს“ აქვს “ფეისბუქის” სპეციალური, მილიონი წევრისგან შემდგარი ჯგუფი, სადაც თვეების განმავლობაში მოხდება აღნიშნული კვლევის და მისი შედეგებით ფართო აუდიტორიის ინფორმირება, რაც არის გარანტია, რომ TOP 20-ში შემავალი რესტორნების და ზოგადად, ღონისძიების ქრონოლოგიის შესახებ ინფორმაცია მილიონ მოქალაქემდე მივა.

კვლევის შედეგად გამოვლენილი 20 საუკეთესო რესტორანი ადგილების მიხედვით:

Funiculiori_edit

1 – „ფუნიკულიორი“- სამსართულიანი შენობა 1936-38 წლებში აშენდა. ის თბილისის ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ ადგილად ითვლება.

მისი რეკონსტრუქცია 2007 წლიდან „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ძალისხმევით განხორციელდა. პროექტით გათვალისწინებული ფასადი უცვლელად შენარჩუნდა, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კოკა იგნატოვის ცნობილ პანოს, ხოლო ინტერიერი ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.

ამჟამად, კომპლექსი აერთიანებს 5 უმაღლესი ხარისხის კვების ობიექტს: საუკეთესო ხორცის რესტორანს „ჩელა“, პურ-ფუნთუშეულის კაფე-საკონდიტროს „პური გულიანი“, ლაუნჯ-ბარს, ლეგენდარულ რესტორანს „ფუნიკულიორი“ და ელეგანტური წვეულებათა დარბაზს.

თითოეული ობიექტი უნიკალურია და გამოირჩევა უგემრიელესი სამზარეულოთი, დახვეწილი ინტერიერითა და შექმნილი ატმოსფეროთი. აქ ნებისმიერი გემოვნების, სურვილების, ასაკისა და შემოსავლის სტუმარი თავს კომფორტულად იგრძნობს. რესტორანმა „ფუმიკულიორმა“ გამოკითხვის მიხედვით, ასევე  საუკეთესო ხედის მქონე რესტორნის ნომინაციაში გაიმარჯვა და ხუთეულში მოხვდა.

2 – „ბარბარესთან“- რესტორნის კონცეფცია ახალ პროექტში გასტრონომიულმა ჯგუფმა Gastonaut-მა მიზნად დაისახა შექმნას ხელმისაწვდომი ქართული სამზარეულო ახალი სტანდარტებით.

“ბარბარესთან” თბილისისთვის უჩვეულო, ქართული სამზარეულოს რესტორანია.

ეს არის მყუდრო ქართული ბინა, რომელშიც მეგობრულად ცხოვრობს დიდი, ხმაურიანი, სტუმართმოყვარე ოჯახი, რესტორნის მფლობელები დედა, მამა და 10 შვილია.

რესტორანში “ბარბარეში” – დაგემოვნებთ ქართულ კერძებს ბარბარე ჯორჯაძის მე-19 საუკუნის უნიკალური რეცეპტების წიგნიდან. “ბარბარესთან” სამზარეულოს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ოჯახური, რომლის განსაკუთრებულობას ახალი, თქვენთვის დღემდე უცნობი გემო განაპირობებს.

მენიუ დაამუშავა და თანამედროვე სტანდარტებით შეადგინა ცნობილმა ქართველმა შეფ – მზარეულმა ლევან კობიაშვილმა. ყველაფერი დამზადებულია ისე, როგორც ამას დიდი ქართული ოჯახების შინაურ სამზარეულოში და როგორც ამას თავად მწერალი ქალი, ბარბარე აკეთებდა.

რესტორან ”ბარბარეში” – სულ 50 დასაჯდომი ადგილია, აქედან ერთი დარბაზი, 10 კაციანი იზოლირებული სივრცე სავახშმოდ და მე-19 საუკუნის ისტორიული ღვინის მარანია, რომელიც რესტორნის სიამაყეა. რესტორანმა „მეტრონომის“ კვლევაში ნომინაციაში „ადგილმდებარეობა“ გაიმარჯვა და გამკითხულთა უმრავლესობამ მას უპირატესობა ამ კუთხით მიანიჭა.

3 – „წისქვილი“ – ერთი რესტორნით დაწყებული საქმიანობა 14 წლის შემდეგ “წისქვილი ჯგუფად” ჩამოყალიბდა, რომლის ბრენდი დღეს რამდენიმე რესტორანს აერთიანებს. ესენია: ეთნო-წისქვილი, წისქვილი ვაკეში, ლუდის მოედანი და წისქვილი წყნეთში.

14-წლიანი ისტორიის მანძილზე ჯგუფმა არაერთი საპატიო ჯილდოს მოპოვება შეძლო; “ეთნო-წისქვილი” რესტორანი-მუზეუმის სტატუსს ატარებს, 2005 წლიდან ის რვაჯერ გახდა “ოქროს ბრენდის” მფლობელი, “ხარისხის ნიშანი” ათბალიანი სისტემით მას 9.84 ქულას ანიჭებს, ავტორიტეტული საერთაშორისო საიტი “ტრიპედვაიზორი” – 2015 წლის საუკეთესო რესტორნის სტატუსს, ხოლო საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების კავშირი “წისქვილი ჯგუფს” დარგის ლიდერად, მის გენერალურ დირექტორს კი – წლის ხელმძღვანელად ასახელებს.

ასევე The First Awards Ceremony of the Welcome to Georgia! National Tourism Awards 2015 -ის ფარგლებში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა, “წისქვილი ჯგუფმა” პირველი ადგილი მოიპოვა სარესტორნე სფეროსთვის განკუთვნილ ნომინაციაში.

ეს ერთი პატარა საქართველოა მოქცეული “წისქვილის” სივრცეში. ამბავი ოთხმოცდაათიანი წლებიდან იწყება. იმ დროისთვის ბელიაშვილის ქუჩაზე თავისთვის ბინადრობდა ნამდვილი, ძველებური წყლის წისქვილი. არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა ამ ისტორიულ რელიკვიას, ამ ადგილზე ქართული რესტორნის აშენება რომ არ გადაწყვეტილიყო,სახელიც და თემატიკაც წყლის წისქვილმა განაპირობა.

monopoli

4 – „მონოპოლი“ – ფეხბურთელ მურთაზ შელიას და მოდელ ლიკა კვარაცხელიას ოჯახურ წყვილს თბილისში მყუდრო რესტორნის გახსნის იდეა 10 წლის წინ გაუჩნდა, სადაც დიდ სამეგობროს უმასპინძლებდნენ და სასიამოვნო საღამოებსაც გამართავდნენ.

დღეს ეს ადგილი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი არტერიაა. იმ პერიოდში კი აუთვისებელი ტერიტორია იყო. დახვეწილი გარემოსა და გემრიელი კერძების წყალობით „მონოპოლი“ მალევე იქცა თბილისელების ერთ-ერთ საყვარელ თავშეყრის ადგილად.

რესტორნის ინტერიერი მუდმივად იცვლება, უცვლელია გემოვნება და ხარისხი. დიდი, ნათელი დარბაზი, მშვიდი ფერები, ხელით დამუშავებული ხის დეტალები და კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი  ავეჯი  სადღესასწაულო და ამავე დროს,  მყუდრო გარემოს ქმნის. დღესასწაულის განცდა პიკს საღამოს საათებში აღწევს – ლამაზად გაფორმებული მაგიდებისა და გემოვნებიანი მუსიკის ფონზე, გემრიელი კერძები კი სტუმარს აქ დაბრუნების სურვილს უძლიერებს.

„მონოპოლი“ ქართულ სამზარეულოზეა ორიენტირებული, თუმცა ტრადიციულ კერძებს თანამედროვე „შეფუთვით“ წარმოადგენენ, რაც მათი დაგემოვნების პროცესს კულინარიულ ფოიერვერკად აქცევს. თითოეული კერძისთვის ინგრედიენტებს გულდასმით არჩევენ.

პრიორიტეტი ჯანსაღ და ეკოლოგიურ პროდუქციას ენიჭება, რომელთაც სუფრასთან მიტანამდე ცოტა ხნით ადრე ამზადებენ. რესტორნის პერსონალი ერთი გუნდია, რომელიც უკვე მეათე წელია ერთგულად ემსახურება აქ მოსულ ადამიანებს.

„მონოპოლში“ ხშირად იმართება კორპორატიული საღამოები და სადღესასწაულო წვეულებები. მასპინძლები თითოეულ ღონისძიებას ინდივიდუალურად უდგებიან – მაგიდების გაფორმებიდან – საზეიმო ატმოსფეროს ჩათვლით, რაც ყოველ მათგანს განუმეორებელ ელფერს ანიჭებს. გულისხმიერ დამოკიდებულებას გრძნობენ სავახშმოდ შემოსული სტუმრებიც. არცთუ იშვიათად აქ რესტორნის მეპატრონეებსაც იხილავთ სამ შვილთან ერთად, რომლებიც თავადაც ჩართულნი არიან მომსახურებისა თუ კერძების გაფორმების პროცესში.

წარსულისა და აწმყოს, ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი სასიამოვნო გარემოსა  და გემრიელ კერძებთან ერთად „მონოპოლის“ საფირმო ნიშანია. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს რესტორნის მრავალწლიან პოპულარობას თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებში – ადგილის, სადაც მუდამ გელიან, სადაც ყოველთვის ასხივებს სითბო.

phaetoni

5 – „ფაეტონი“ – მაღალი კლასის ქართული რესტორანი თბილისში, დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტორნების რიგში მდებარეობს. ეს არის ქართული რესტორანი, რომელიც მომხმარებელს მაღალი კლასის, სწრაფ, ჯანსაღ, ნატურალ პროდუქტებზე დაფუძნებულ მომსახურებას სთავაზობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი ვიზუალური მხარეა.

ეზოში, გამწვანებულ გარემოში გაშლილ სუფრას კი სიმყუდროვე და სიმშვიდე მოაქვს. რესტორანს  ძირითადი დარბაზი – „ქართული დარბაზი“ აქვს, რომელიც პრინციპში, ქართულ სტილშია გადაწყვეტილი.

“ქართულ დარბაზში” ყოველ საღამოს, 8 საათიდან  გარემოსთვის შესაფერისი შოუ-პროგრამა იმართება. ყოველ ნაბიჯზე ქართული სული იგრძნობა და ქართული ფოლკლორიც თითქოს თავის თავად იგულისხმება (იხილეთ ვიდეო).

kruizi_Edited

6 – „კრუიზი“ – მრავალფუნქციური კომპლექსი ,,კრუიზი” 2008 წლის ოქტომბერში დაარსდა. დაუღალავი შრომითა და თითოეული ადამიანისადმი განსაკუთრებული მიდგომის შედეგად კომპლექსმა ქართულ ბაზარზე თავი წარმატებით დაიმკვიდრა, და დღეისათვის ქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.

სასტუმრო კომპლექსი ,,კრუიზი” საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარეობს, ცენტრიდან 10 წუთის სავალზე. ეს გახლავთ გემის ფორმის ორიგინალური ნაგებობა, რომელიც მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. მისი დიზაინი სპეციალურად შეიქმნა, რათა სტუმრებს ზღვაზე ყოფნის არაჩვეულებრივი განწყობა დაუფლებოდათ.

მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსებულია პრემიუმ-კლასის სასტუმრო, რესტორნის დიდი და პატარა დარბაზები, სამი სეზონური კაფე ტერასებზე და ლუდხანა ინდივიდუალური ოთახებით. გარდა ამისა, აქვეა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, ოთახი შეხვედრებისთვის და გემბანი ღია სივრცეში სხვადასხვა ღონისძიებისთვის.

,,კრუიზი“ ეს ის გარემოა, სადაც შეძლებთ დაისვენოთ, იმუშაოთ და გაერთოთ განსხვავებულად. რესტორანმა „მეტრონომის“ გამოკითხვით კიდევ ერთ ნომინაციაში ყველაზე საუკეთესო ექსტერიერის მქონეთა   შორის გაიმარჯვა და ხუთეულში მოხვდა.

7 – „კოლხეთი“ – რესტორნების ქსელი 2000 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.

ქსელი აერთიანებს სამ ობიექტს: რესტორანი „კოლხეთი“, „კოლხეთი ოქროყანა“ და „Pub კოლხეთი“

ქსელში არსებული ობიექტების მრავალფეროვნება ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანს მისცემს საშუალებას დაიკმაყოფილოს სურვილები და ხალისიანად გაატაროს დრო. სტუმრებს ადგილზე ელოდებათ, სასიამოვნო გარემო, დახვეწილი და კომფორტული დიზაინი, მრავალფეროვანი მენიუ უგემრიელესი კერძებით, გემოვნებიანი მუსიკა და მაღალი დონის მომსახურება, სწორედ ამან განაპირობა ქსელის გრძელვადიანი წარმატება და მისი პოპულარობა.

astoria

8 – „ასტორია“ – რესტორანი ფუნქციონირებს 2012 წლიდან.

გახსნის დღიდანვე რესტორნის მთავარი მიზანია შეინარჩუნოს უმაღლესი დონის მომსახურება და სამზარეულო.

რესტორანი „ასტორია“ – ზღაპრული სამყარო, სადაც შეიგრძნობთ მაქსიმალურ კომფორტს , დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებსა და სასმელებს.

მოისმენთ ქართულ- ხალხურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით. მყუდრო გარემო არაჩვეულებრივი პეიზაჟითა და დიზაინით. ადგილი, სადაც ყოველი საღამო ნამდვილ დღესასწაულად გექცევათ.

უგემრიელესი ქართული და ევროპული სამზარეულო, პატარა დარბაზი 80 პერსონაზე, დიდი დარბაზი 200 პერსონაზე. საზაფხულო მაგიდები, უზარმაზი ეზო ჩანჩქერებით – აქ თქვენ ედემის ბაღში აღმოჩნდებით. პატარა სოფელი ქალაქის გულში, ადგილი სადაც ყოველთვის გელიან!

9 – „ვეფხი და მოყმე“ – რესტორანი 2016 წლის 12 მაისს გაიხსნა და მისი სახელი  შოთა რუსთაველის პოემასთან არის დაკავშირებული – „ვეფხისტყაოსანი“. ლოგოში გამოყენებულია ილუსტრაცია, სადაც ასახულია ტარიელისა და ვეფხვის ბრძოლა.

რესტორანი მოიცავს ოთხ, განსხვავებული ინტერიერის მქონე დარბაზს. აქ სტუმრობისას, აღმოჩნდებით ერთდროულად ევროპულ და აზიურ გარემოში. დეტალებზე ორიენტირებული ინტერიერი გააოცებს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სტუმარსაც.

რესტორანს აქვს თონე, მარანი, იზოლირებული კუპეები და ვერანდა, თბილისის ულამაზესი ხედით.

10 – „კრწანისი“ – ნახევრად მტკვარში შეჭრილი რესტორანი, ორთაჭალაში მდებარეობს. მოიცავს ერთ დიდ დარბაზს, იარუსებს, აივნებს და ერთ 30 კაციან VIP კუპეს.

აივნებიდან იშლება ლამაზი ხედი მტკვარზე, ხელისგულივით მოჩანს ძველი თბილისი და სამება.

ყოველდღე, საღამოს, თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას ცოცხალი შესრულებით, დატკბეთ ქართული, ბოშური, აზიური და ლათინური ცეკვებით.

რესოტრანი “კრწანისი” – ეს არის ელეგანტური სტილი, მყუდრო ინტერიერი და საუკეთესო მომსახურება.

11 – „სამი საუკუნე“ – რესტორანი 10 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სარესტორნო სფეროში. ის მდებარეობს თბილისის ულამაზეს უბანში – ორთაჭალაში, რითაც ყოველთვის ექცევა ტურისტების ყურადღების ცენტრში.

12 – „თავადური“- რესტორანი რომელიც  „მუშტაიდის პარკის“  მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს , მის მოწყობისას, დიზაინერებმა გადაუხვიეს კლასიკური, ევროპული რესტორნის სტილიდან, სხვადასხვა ეპოქის, ქართული სულის მქონე დეტალებით.

13 – „თეთრი სახლი“- რომელიც თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. რესტორანზე, ისევე როგორც ნებისმერ სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებაზე, პირველი შთაბეჭდილება ინტერიერიდან გამომდინარე იქმნება.

განახლებული რესტორანი „თეთრი სახლის“ ინტერიერი – სადა, დახვეწილი, ელეგანტური, კლასიკურია, გამოგადგებათ ნებისმეირი ტიპის ღონისძიების აღსანიშნავად.

14 – „კერია“ – რესტორანი, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე (დიღმის მასივში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე) მდებარეობს. მთელს თბილისში განთქმული, ქართულ – ევროპული უგემრიელესი სამზარეულოთი. უნიკალური დიზაინი, რომელიც შექმნილია მრავალი წლების შრომისა და მონდომების საფუძველზე .

15 – „ორთაჭალა“ – რომელიც ხეივანის ქ. II, 2ა-ში მდებარეობს.  რესტორანი  9 წლის შემდეგ, სტუმრებს განახლებული ინტერიერით სთავაზობს უკვე ყველასათვის ცნობილ ქართულ სამზარეულოს, სასიამოვნო გარემოსა და ცოცხალ მუსიკას ყოველ საღამოს.

16 – „ბაბილო“ – ეს არის რესტორანი, თბილისში, ბელიაშვილის ქ. 73-ში მდებარეობს. ის აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს, მორგებულია ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელზე. ყველაზე პრეტენზიული სტუმარიც კი კმაყოფილებით ტოვებს რესტორანს.

17 – „ძველი ქალაქი“ – სარესტორნო კომპლექსი, რომლიც ბაქრაძის ქ. (მარცხენა სანაპიროზე) მდებარეობს. „ძველი ქალაქი“ გაიხსნა 2010 წელს და რამდენიმე წელია საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ სარესტორნო სივრცეში.

18 – „ქეთო და კოტე“- თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თორაძის ჩიხი N 3-ში მდებარეობს.

19 – „კოპალა“ – რესტორანი მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში ჩეხოვის ქ. 8/10-ში და აქვს საუკეთესო ხედი ძველ ისტორიულ თბილისზე, რაც ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს მის უნიკალურობას თბილისის მასშტაბით.

20 – „მეფეთ უბანი“-  რესტორანი ერეკელე II მოედანზე N 3-ში მდებარეობს.

პროექტის ფარგლებში, „მეტრონომის“ კვლევით გამოვლენილი რესტორნების პირველ ათ რესტორანს, მათივე მომხმარებლების შეფასებების საფუძველზე, „მეტრონომის“ სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა.

 

„მეტრონომის“ კვლევა: საუკეთესო 10 სუპერმარკეტი

„მეტრონომის“ კვლევა: საუკეთესო 10 აუდიტორული და საბუღალტრო კომპანია

იტვირთბა....