89 წლის ასაკში, პოლიტოლოგი, სოციოლოგი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. ინფორმაცია მამის გარდაცვალების შესახებ მისმა ქალიშვილმა გაავრცელა.
ზბიგნევ ბჟეზინსკი ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა. ის 1928 წელს პოლონელი დიპლომატების ოჯახში დაიბადა, 1950-იან წლებში კი შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო. პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩევლად ის 1977-1981 წლებში მუშაობდა. მიღებული აქვს სამოქალაქო პირებისთვის ამერიკის უმაღლესი ჯილდო – თავისუფლების მედალი. ზბიგნევ ბჟეზინსკი აქტიურად ემხრობოდა აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებასაც.