პარლამენტის თავმჯოდმარე ირაკლი კობახიძე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, ასევე საქართველოს პარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები თავისუფლების მოედანზე, საქართველოს საჯარისო ნაწილების წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.
დელეგაციის წევრებმა რუსთაველის გამზირზეც გაისეირნეს და დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში მოწყობილი ლოკაციები დაათვალიერეს.