საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშრების კომიტეტის თავმჯდომარემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს ის შემთხვევაა, როდესაც მეტი ნატოა საქართველოში. ირაკლი სესიაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ნატოსა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რთული 26 წელი გაიარა საქართველომ, თუმცა, დღეს ჩვენ შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენ ნატოსთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ნატოსგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენც შეგვიძლია ნატოს რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა,“ – განაცხადა სესიაშვილმა.