ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხანდოელების პროტესტი: კალაძე ხეობაში ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ხანდოს ხეობაში ჩავიდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. მინისტრმა ადგილობრივებთან ერთად, ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც მეწყერსაშიში ზონებია.

როგორც კალაძემ ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოხდება ვითარების დამატებითი შესწავლა, რათა  სამუშაოები ისე განხორციელდეს, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას და მათი ინტერესები გათვალისწიინებული იქნას.

“დღეს  ადგილზე კონკრეტულად ის წერტილები ვნახე, რომლებიც პრობლემურია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.  კიდევ გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები კვლევების თვალსაზრისით და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. გათვალისწინებული იქნება ყველა შენიშვნა და პრეტენზიები, რომელიც მოსახლეობას აქვს” ,-განაცხადა კალაძემ.

მინისტრი ადგილობრივებს დახურულ ფორმატში შეხვდა, სადაც ჟურნალისტები არ შეუშვეს.

 

https://youtu.be/yMQ41aUi-iQ

იტვირთბა....