ახალი ამბები

ჩამონათვალი: ქვეყნები, სადაც მინიმალური ბიუჯეტით იმოგზაურებთ

თუკი დიდი ქალაქის ცხოვრებამ დაგღალათ და შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარებაზე უარს არ იტყოდით – cosmopoliten-ის მიერ შედგენილი ახალი რეიტინგი სწორედ თქვენთვისაა. გამოცემის ექსპერტებმა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეს და იმ ადგილების სია შეადგინეს, სადაც დასვენება ყველაზე ხელმისაწვდომია. პირველ ადგილს კი კვიპროსის ქალაქი პაფოსი იკავებს. ულამაზეს სანაპიროზე დასასვენებლად ორ ადამიანს სულ რაღაც 138 ევრო დასჭირდება და ამ საფასურში სასტუმროს ღირებულება, მუზეუმების მონახულება, ფინჯანი ყავა, ღვინო და უგემრიელესი ვახშამიც შედის.

რაც შეეხება მეორე ადგილს, მას 139 ევროთი ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი იკავებს. ლიდერთა სამეულს კი 150 ევროთი ლატვია და რიგა ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომთა რეიტინგში ასევე ვარშავა (პოლონეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), კრაკოვი (პოლონეთი), ლისაბონი (პორტუგალია), პრაღა (ჩეხეთი) და ათენი (საბერძნეთი) მოხვდნენ.

qveyana2qveyana3qveyana

qveyana4

 

წყარო: autoradio.ge

იტვირთბა....