საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შემუშავდა, რომლის მიხედვითაც თუკი მოხდება გარემოს დაბინძურება, კანონი მის მიმართ მკაცრი იქნება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გამკაცრდება ჯარიმები მათთვის, ვინც გარემოს ნარჩენებით ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დააბინძურებს:
“პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში, გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისას ადგილზე გამოწერონ ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ითვალისწინებს მნიშვნელოვან გამკაცრებას”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.