ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შოთა გითოლენდიას სახლში, სადაც მეორე ოტობაიას ე.წ. გამგებელი ვიტალი სოროკინი ცხოვრობს, ხელყუმბარა აფეთქდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავავებულა.
ჩამსხვრეულია საცხოვრებელი სახლის ფანჯრები. ამჟამად უცნობია აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არა სახლში ვინმე.
ადგილზე იმყოფებიან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიციის, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ წარმომადგენლები და გალის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოროკინს არანაირი დაზიანება არ აქვს მიღებული და მათი ვარაუდით, მეორე ოტობაიის ე.წ. გამგებელმა აფეთქება თავად მოაწყო, რადგან სოფელში სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება სურს და ამისთვის მიზეზი სჭირდება.