ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამხედრო დამნაშავე”: ვინ დანიშნა ელჩად პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში პუტინის მიერ მარატ კულახმეტოვის ე.წ.რუსეთის ელჩად დანიშვნას ცინიკურს უწოდებს.
სესიაშვილმა კულახმეტოვს სამხედრო დამნაშავე უწოდა. მისი თქმით, პუტინის ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
“ეს არის ოკუპანტის, რუსეთის რეალური სახე. ის ნიშნავს ისეთ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში და ებრძოდა ჩვენს ქვეყანას”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელბრუს კარგიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე მარატ კულახმეტოვი დანიშნა.

იტვირთბა....