აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოში, ნამდვილად თავად ფიგურირებს.
ამის შესახებ თორდიამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ფაქტი 2016 წელს მოხდა, გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ახლა კი აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გავრცელება ყოფილი მთავარი პროკურორის გამო მოხდა.
“აღნიშნული ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს. დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, მაშინ არავინ დაშავებულა და კაფე-ბარში, სადაც ინციდენტი მოხდა, არავითარი ინვენტარი არ დაზიანებულა. არც გამოძიება დაწყებულა”, – განაცხადა თორდიამ.