დღეს, 24 მაისს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება თბილისის სხვადასხვა რაიონებს დროებით შეიზღუდებათ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ კომპანია “თელასი” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონი:
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი:
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 17 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი:
საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.