თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა კაცს ავტომობილი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აღნიშნული ფაქტი „მეტრონომს“ შსს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია, ქვეთად მოსიარულე მამაკაცს კი საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.