ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბოკერიას პარტია გვერდით გყავდა და მე რატომ მომწვდი?” – ინაშვილი სესიაშვილს მიმართავს

,,კახეთში, სიღნაღში კონსტიტუციის საჯარო განხილვის დროს, ირაკლი სესიაშვილმა მახსენა და დამადანაშაულა დემაგოგიაში” –  ასეთი კომენტარი გააკეთა “პატრიოტთა” ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

“ირაკლი, შენთვის არავის უსწავლებია, რომ… როცა ოპონენტი დარბაზში არაა და პასუხს ვერ გცემს, მისი არყოფნით ბოროტად არ უნდა ისარგებლო? ბოკერიას პარტია გვერდით გყავდა და მაინც და მაინც მე რატომ მომწვდი, არ მესმის. არა უშავს, შენგან განსხვავებით, მე მაშინ გაგცემ პასუხს, როცა დარბაზში იჯდები, ან როცა პირადად გნახავ” _ აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

იტვირთბა....