ქვემო ქართლის რეგიონში ორი ჩვილი გარდაიცვალა. როგორც კლინიკა “რუსთავის” ექიმ-თერაპევტი გიორგი მოდებაძე აცხადებს, ორივე ჩვილი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში ერთსაათიანი ინტერვალით შეიყვანა.
ექიმის განცხადებით, ორივე ბავშვი საავადმყოფოში შეყვანის დროს გარდაცვლილი იყო. ერთი ბავშვი რუსთავის მკვიდრი იყო, მეორე კი საავადმყოფოში გარდაბნის რაიონი სოფელ გაჩიანიდან შეიყვანეს.
რუსთავის კლინიკაში სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ. ბავშვების გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.