თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის “ადგილობრივი ეპარქიის ელიტას” აკრიტიკებს.
“ძველი ამბავია, მაგრამ გაბრაზება დღემდე მომყვება და კიდევ დიდანს გამყვება. უკვეე წლებია, ყოველი სექტემბრის დასაწყისში სამეგობროს დიდი ”დელეგაცია” ვიკრიბებით და არბოს წმინდა გიორგის ეკლესიაში მივდივართ ჩვეული ”ღრეობის” ჩასატარებლად, კულტურულ ფარგლებში თავის დოლითა და გარმონით. ჩვენი სამეგობროსთვის ეს თავისებურ ტრადიციად იქცა. ჩვენს გარდა თუ არ შევცდები 20 000-მდე ადამიანი გროვდება ლიახვის პირებზე, მაგრამ ეს არაა მთავარი.
შარშან, ჩვეულებისამებრ, ეკლესიაში შესვლისას თავი მაღლა ავწიე, თვალები გუმბათს მივაპყარი და გაკვირვებისგან პირი დავაღე. რატომ? იმიტომ, რომ არბოს ეკლესია ერთ-ერთი გამორჩეული იყო იმით, რომ გუმბათზე მამა ღმერთის ფრესკა იყო მოხატული, რაც იშვიათად გვხვდება ჩვენს ეკლესიებში. პირი დავაღე იმიტომ რომ ერთ-ერთი შთამბეჭდავი (ზომითაც და სილამაზითაც) ფრესკა, რაც ოდესმე მინახავს, წინა ასვლის შემდეგ სრულიად წაშლილი და გადაღებილი დამხვდა. ასე გადაუწყვეტია ადგილობრივი ეპარქიის განათლებულ ელიტას. ჩავეძიე და დამაჯერებელი ვერაფერი მოვისმინე. კანონიკაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ სახლში რემონტს რომ ვაკეთებ ოჯახის ყველა წევრს ვეკითხები და ვუთანხმებ. ასე რომ, ეკლესია ამათი საძინებელია ოთახი არაა და ამის გამო დღემდე გაბრაზებული ვარ. -წერს ირაკლი ოქრუაშვილი.