ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზუგდიდის საკრებულომ ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას მხარი დაუჭირა

ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას ზუგდიდის საკრებულომ 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

სამი მოწინააღმდეგიდან, რომლებმაც ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს 2 “ნაციონალური მოძრაობის”, 1 კი “ევროპული საქართველოს” წევრია.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 თვითმმართველ ერთეულს წერილები გაუგზავნა და თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცედურების დაწყება მოსთხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოები გაერთიანების საკითხს კვირის ბოლომდე განიხილავენ.

თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე 29 მარტს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება.

იტვირთბა....