დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთან დღეს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც განუცხადა, რომ დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა შეეწყვიტათ. სანაცვლოდ, მერიის წარმომადგენელმა მოვაჭრეებს ბაზრობის ტერიტორიაზე გადასვლა შესთავაზა.
გარემოივაჭრეები აცხადებენ, რომ დიდუბის ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობაზე ადგილების სიმცირის გამო ყველა გარემოვაჭრე ვერ დაეტევა, ამასთან ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლით ისინი ფინანსურად წამგებიან პოზიციაში იქნებიან.
გარემოვაჭრეების თქმით, ისინი ქუჩაში ვაჭრობის შეწყვეტას არ აპირებენ. თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 19 მარტიდან დაიწყო.