ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ

„პატრიოტთა ალიანსი“  და „თავისუფალი საქართველო“  ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებს. პარტიის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გამართეს.

თავისუფალი საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა თენგიზ ჯგუშიამ და პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიზო სართანიამ, ადმინისტრაციის შენობასთან ყვავილები მიიტანეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობის თავისუფალ არჩევანს ასამარებს.

აქციის მონაწილეები თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების ფაქტს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

მათვე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებისთვის საშიშროებას წარმოადგენს და მმართველ გუნდს სურს რეგიონში ვითარება კახი კალაძისა და ლევან შონიას მეშვეობით მართონ.

იტვირთბა....