ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის პრემიერ-მინისტრი 23 მაისს ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ეწვევა.

23 მაისს, 10:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომლის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

13:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

იტვირთბა....