ნინო ოძელაშვილი სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ბოლო შეხვედრაში რუსი ირინა ალექსეევა დაამარცხა. სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი ბელორუსის დედაქალაქ მინსკის სპორტის სასახლეში ჩატარდა.
საქართველოს გუნდმა სამი მედალი – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო – მოიპოვა.
ოქროს მედლის მფლობელი ნინო ოძელაშვილი გახდა, ვერცხლის მედალი პაატა ღვინიაშვილმა მიიღო, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი ლევან ბერბერაშვილი გახდა.