ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: “თუ ადვოკატები პროცესებს გააჭიანურებენ, დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება”

“მეტრონომი”: სასამართლოდან

ავტორი: ნინი ცხადაია

 

დეკანოზ გიორგი მამალაძეს შესაძლოა სახაზინო ადვოკატი დაენიშნოს. ამის შესახებ პროკურომა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მამალაძის ადვოკატბი ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას და თუ მსგავსი ქმედება გაგრძელდება, მოსამართლე მიიღებს სახაზინო ადვოკატის დანიშვნის გადაწყვეტილებას.

”ისინი არ დაემორჩილნენ მოსამართლეს. არ დაიცვეს სამართლებრივი პროცედურები. არსებობს აცილების განცხადება, მისი დასაბუთება, ოღონდ ეს პროცესის გაჭიანურებას არ უნდა ემსახურებოდეს. მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ თუ ეს ადვოკატები ააცილებენ თავს მართლმსაჯულებას და პროცესებს გააჭიანურებენ, დაინიშნება სახაზინო ადვოკატი და ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები”- განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის სასამართლო პროცესის დახურვის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დარბაზი, როგორც ბრალდებულმა დეკანოზ გიორგი მამალაძემ ასევე მისმა ადვოკატებმაც დატოვეს. მათი განცხადებით, სიხლის სამართლის პროცესიდან გამომდინარე, ადვოკატებს უფლება არა აქვს, რომ დასაცავი პირის წინააღმდეგ წავიდნენ. შესაბამისად მის კატეგორიულ მოთხოვნას, რომ სასამართლო სხდომა მასთან ერთად დაეტოვებინათ, უპირობოდ დააკმაყოფილეს.

პროკურორი სასამართლოს დახურვას  საქმეში არსებული მტკიცებულებების გამო ითხოვდა, კერძოდ როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულის პირადი მობილური ტელეფონიდან და პერსონალური  კომპიუტერიდან  ამოღებული მიმოწერა შეეხება ბრალდებულის  შესახებ  ინტიმურ  დეტალებს და დაუშვებელია მისი საჯაროდ განხილვა. ასევე, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ინტიმურ დეტალებს შეიცავს სხვა მტკიცებულებებიც, შესაბამისად პროკურორი თვლის, რომ ამ მტკიცებულებებში მონაწილე მესამე პირების ინტერესები შეილახება საქმის საჯარო განხილვით.

იტვირთბა....