ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმის დახურვას საქმეში არსებული ინტიმური დეტალების გამო ითხოვს

”მეტრონომი” სასამართლოდან

ავტორი: ნინო ცხადაია

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ  სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დააყენა, რომელიც სხდომის დახურვას შეეხება, თუმცა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

”სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობის განხილვა უნდა მოხდეს საჯაროდ” – განაცხადა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა, რასაც დარბაზში ტაში მიჰყვა.

პროკურორი  როგორც  აღნიშნავს,  საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ ბრალდებულის პირადი მობილური ტელეფონიდან და პერსონალური  კომპიუტერიდან  ამოღებული მიმოწერა შეეხება ბრალდებულის  შესახებ  ინტიმურ  დეტალებს და დაუშვებელია მისი საჯაროდ განხილვა.

ასევე, ინტიმურ დეტალებს შეიცავს სხვა მტკიცებულებებიც, შესაბამისად პროკურორი თვლის, რომ ამ მტკიცებულებებში მონაწილე მესამე პირების ინტერესები შეილახება საქმის საჯარო განხილვით.

”მტკიცებულებები, რომელიც იქნება გამოკვლეული, შეიძლება შეეხოს პირების პირად ცხოვრებას, რაც შეიძლება საჯარო განხილვის საკითხი გახდეს. როდესაც დაიწყება მტკიცებულებათა განხილვა, მოწმესგან უნდა მივიღოთ სრულყიფილი ინფორმაცია, შესაბამისად მას უნდა შევუქმნათ შესაბამისი პირობები”- აღნიშნა პროკურორმა.

მან  განაცხადა, რომ ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელდა  მუქარის  ზარი რელიგიური  მოტივით. შესაბამისად, შესაძლოა პროცესში მონაწილე პირებს  იმ  შემთხვევაში თუ სხდომა იქნება ღია, საფრთხე შეექმნათ.

იტვირთბა....