ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გორის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

გორის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  რიგგარეშე  სხდომაზე ქალაქის და  მუნიციპალიტეტების  გაერთიანების  საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წინადადებას განიხილავენ.

სხდომა  ხმაურის  ფონზე  მიმდინარეობს. ოპონენტები ამბობენ, რომ სხდომამდე საჯარო განხილვა უნდა გამართულიყო.

სხდომას მოქალაქეებიც  ესწრებიან. ისინი დოკუმენტის დადებითი და უარყოფითი  მხარეების გაცნობას ითხოვენ, რასაც საკრებულოს დეპუტატთა  ნაწილი  ეწინააღმდეგება.

“ამის ვალდებულება არ გვაქვს. დოკუმენტი  გამოქვეყნდება და ყველა გაეცნობა”, – განმარტავენ  დეპუტატები. მოქალაქეები  თვლიან, რომ დოკუმენტს  გადაწყვეტილების  მიღებამდე უნდა იცნობდნენ.

იტვირთბა....