ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზი მამალაძე აქამდე უცნობ დეტალს ახმაურებს: „ჩემი დაკავება აეროპორტში არ მომხდარა“

”მეტრონომი” სასამართლოდან

ავტორი: ნინი ცხადაია

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი უძღვება.

როგორც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სხდომაზე განაცხადა, მისი უფლებები დაირღვა მაშინ, როდესაც აკავებდნენ. მან განაცხადა, რომ მისი დაკავება და ჩხრეკა, როგორც ამას პროკურატურა ამბობს, აეროპორტში არ მომხდარა.

”ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში. მე ჩავჯექი მანქანაში, რამდენიმე წამში შემბოჭეს. არ ყოფილა განმარტება. ერთადერთი იყო ჩემთვის გაცხადებული, რომ მე ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას. ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში. განმარტება არ მოუციათ. ვითხოვდი ადვოკატთან დარეკვას”- აღნიშნა სხდომაზე დეკანოზმა მამალაძემ.

პროკურატურამ ამ წუთებში სხდომის დახურვის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა.

იტვირთბა....