ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვის დახურვას ითხოვს

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვის დახურვას დღესაც მოითხოვს.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო პროცესის დაწყების წინ  ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე მზად არის ისაუბროს დეტალებზე, როგორ იგეგმებოდა მკვლელობა და რა იყო ამის მოტივი.

“სასამართლო სხდომაზე მოვახდენთ მტკიცებულების დემონსტრირებას, როგორ გეგმავდა დეკანოზი ანგარებით მკვლელობას. ჩვენ დღესაც მოვითხოვთ სხდომის დახურვას. მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ გიორგი მამალაძემ დანაშაული ჩაიდინა.

თვითმიზანი არა არის, რამე დავმალოთ და ამის დასტურია, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნეთ მტკიცებულებების ნაწილი. არსებობს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეც. შესავალში დეტალურად ყველა მტკიცებულება უნდა მიმოვიხილოთ. ჩვენ განვიხილავთ ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებსაც”, – განაცხადა პროკურორმა.

იტვირთბა....