ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წვიმა და სეტყვა: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დასვენების დღეებში, 20-21 მაისს საქართველოს მასშტაბით წვიმიანი ამინდი ნარჩუნდება. ამის შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც წვიმაა ნავარაუდევი, ზოგან კი ელ-ჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 11-16 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში – 14-22 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება თბილისს, შაბათ-კვირას დედაქალაქშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპარატურა 22 გრადუსამდე გათბება.

19 მაისს საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 1890 წელს +30.3 გრადუსი დაფიქსირდა, მინიმალური – 1896 წელს +5.5.

იტვირთბა....