სახალხო დამცველი ვენეციის კომისიას დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს გადაუგზავნის. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, პრობლემებია ომბუდსმენის, სოციალურ და შრომის უფლებებთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს სისტემასთან მიმართებით.
„ასევე რეკომენდაციები, რომელიც ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რეფორმების გაგრძელებას სასამართლო სისტემაში, თუნდაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინაციასთან დაკავშირებით, ის ჩანაწერი, რომელიც დღეს არსებობს, რომ პრეზიდენტის ნაცვლად უკვე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს კანდიდატები, ვფიქრობ, ეს პრობლემურია,“ – აცხადებს უჩა ნანუაშვილი და იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისია გაითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს, როემლიც არ გაიზიარა საკონსტიტუციო კომისიამ.