იტალიის ქალაქ რეჯო ემილიაში ქართველი ემიგრანტი ქალი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართველი ემიგრანტი გია კვარაცხელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“მწუხარებით გაცნობებთ, რომ იტალიის ქალაქ რეჯო ემილიაში, 66 წლის ასაკში, მკერდის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, მზია კუპატაძე. ვიზიარებთ მისი ოჯახის წევრების მწუხარებას, ნათელი დადგომოდეს მის სულს”, – წერს კვარაცხელია.
ევროპის ქვეყნებს შორის იტალია ქართველ ემიგრანტების რაოდენობის თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა.