ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არ ვიცი, თვითმმართველობის არჩევნების თარიღის დანიშვნა ან ჩემი გადადგომა რას შეცვლის”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვითმმართველობის არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნას და გადადგომას არ აპირებს, – ამის შესახებ განცხადება მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული პლატფორმის“ წევრის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.  პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი გადადგომა არსებულ მდგომარეობას ვერ შეცვლის.

„არჩევნების თარიღის დანიშვნა, არ ვიცი, რას შეცვლის ან გადადგომა რას განაპირობებს, იქნებ, ესეც ამიხსნათ. ემოციურად ჩართული ვარ საკონსტიტუციო განხილვის პროცესში, თუმცა ან ერთი ან მეორე რას მოგვცემს, არ ვიცი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

იურისტმა ლევან ალაფიშვილმა პრეზიდენტს, ქვეყნის განვითარების გადასარჩენად, გადადგომა და თვითმმართველობის არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა ურჩია.

იტვირთბა....