საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ თინა ხიდაშელს, მის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილის შემდეგ, რომელიც მან შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მისწერა, მოქალაქე გამოეხმაურა. ამ წერილს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
“თინა ხიდაშელს პატივს ვცემ და ნეჟნად მიყვარს. ბევრი რამის გამო. უპირველესად იმ ომის, რასაც მიშას პერიოდში აწარმოებდა, ვთვლი რომ ქალებში ვინც გვყავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო ფიგურაა.
მარა ზოგჯერ, რბილად როგორ ვთქვა, ნამეტანი რადიკალია მგონი, რაშიც სრულად ეწინააღმდეგება საკუთარი მეუღლის შიდაკონსტიტუციურ მოწყობას. კი თქვა ბატონმა დავითმა, თინა წავიდა პოლიტიკიდანო მარა ბაგა-ბაღი რო გახსნას, იქაც პოლიტიკოსად დარჩება.
ერთი სიტყვით, შს მინისტრზე მიმართვა წავიკითხე და ერთი მაგრა გამეცინა.
პუტინზე, მედვედევზე, ლავროვზე, გრიზლოვზე და ა.შ. საქმე რო ავღძრათ, ვიღაცეებს ვასიამოვნებთ ალბათ ვოშინგტონში, ვინც დღეს გამალებულად იყენებს „რუსეთის ფაქტორს“ ტრამპის წასაქცევად, მაგრამ რეალურად მსოფლიოს დასაცინი გავხდებით. იმიტომ რომ:
1 – პუტინს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს საერთაშორისო იმუნიტეტი იცავს;
2 – იგივე ეხება მედვედევს, როგორც მთავრობის მეთაურს;
3 – კარასინი-აბაშიძის ფორმატი არსებობს უკვე რამდენიმე წელია და როგორც მინიმუმ გარკვეული ეკონომიკური პოზიტივი მოუტანა საქართველოს. ჩვენს მიერ „ძებნილი კარასინი“ რაზე დაელაპარაკება აბაშიძეს? ფორმატის ჩაშლა როა იგივე გაურკვეველია?
4 – და ა.შ.
მე რომ მკითხოთ, ეგ იდიოტური კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსეთის ოფიციალურ პირებს კი არ უქმნის პრობლემებს, არამედ უბრალო, რიგით მოქალაქეებს. ამასწინათ გული დამწვა ამბავმა, რომ ჩემი ვლადიკავკაზელი ნაცნობი თბილისში ვერ ჩამოვიდა დედის გასვენებაზე, ნახალოვკაში. ამ კანონის გამო ზუსტად. მაგას კი შეუქმნიდენ პრობლემებს.
უკრაინას არ გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ყირიმი და სამი ოლქი წაართვეს. რუსული არხების და სოცქსელის გათიშვის გამო კი, ჰუმან რაითს ვოტჩის და ევროსაბჭოს გენმდივნის სალანძღავი გახდა პოროშენკო ამ დღეებში.საქართველოს სჭირდება რეალისტური და არა იდეოლოგიზირებული საგარეო პოლიტიკა. დღეს ყველა საკუთარ მოგებაზე ფიქრობს, ეგ ერთი, და მეორეც – ჩვენ თუ აქ ჩვენთან, რეალურ დემოკრატიას გავამყარებთ ეგ იქნება რუსეთის „დივერსიების“ მნიშვნელოვანი საპირწონე და ჯოკერი – აფხაზებთან და ოსებთან საუბარში. მაგათთვის პრობლემების შექმნით და ოკუპირებულების ძახილით ხალხს ვერ მოვაბრუნებთ. პირიქით.
გადასარევია, რომ აშშ-მ სანქციები დააწესა აფხაზეთ/ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობისთვის. მაგრამ ეგ:
1 – იმის ფასია, რომ კონტინგენტი მივახმაროთ ავღანეთში;
2 – არსებულ რეალობას ვერ შეცვლის;
3 – ნაურუ ვინაა რაა და სადაა, მსოფლიოს მოსახლეობის 99%-მა არ იცის.
იმედია შსს-ს „ნასედკად“ არ ჩამთვლით.
კაროჩე უსუფაშვილს ტყუილები არ უყვარს მარა ნაღდად გვათოხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში – თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან არსად წასულა.
ისე ჩვენ „სამართალდამცავ“ ორგანოებთან მეც მაქვს ერთი კითხვა. თქვე კოლექტიურო ფარცხალაძეებო, როგორ ხდება რო ქვეყანამ ომი წააგო, დე იურე აგვახიეს ტერიტორიები და მოკვლევა-გამოძიება არ გიწარმოებიათ, სასამართლო არ ჩატარებულა, სამართლებრივი შეფასება არ მიეცა „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების“ ეშელონს?
მაკეინის, ჩეინის, კონდოლიზას დაკითხვაზე გამოძახების გეშინიათ? მაიტა, მე მოგიწერთ ხელს პავესტკაზე”.
ამ წერილის შემდეგ, ხიდაშელის პასუხმაც (პასუხის პასუხმაც) არ დააყოვნა: “ბატონო გია კანონი კანონია, ის ყველასთვის ერთია და უნდა აღსრულდეს. თქვენ არ ვიცი საქმის კურსში ხართ თუ არა, მაგრამ თავისდროზე პარლამენტი ცვლილებებს ორმ იხილავდა ამ კანონში და პაატას შეახოცეს ხელი, სწორედ ამაზე საუბრობდა რომ ან აღვასრულოთ კანონი ან იმის ადექვატური გავხადოთ რაც რეალობა გვაქვსო. ეს ბატონები სუსიდან და შმუსიდან ცმუკავდნენ და კიდევ ერთელ, პაატას შეაოცეს ხელი, ხოდა ჩემი ამოცანა ის იყო ყველასთვის მეჩვენებინა რეალობა როგორია. დიახ, წესით და რიგით, ზურა აბაშიძეს უნდა გაყვეს ერთი ოფიცერი და ადგილზე დააკავოს კარასინი პრაღაში როგორც ჩვენი კანონის დამრღვევი ამას გააკეთებს ჩვენი უსაფრთხოების სამსხურები? უნდა გააკეთოს? მიზანშეწონიალია? ამ კითხვებზე პასუხები კანონში უნდა იყოს, როგორც კი კანონს მიღმა ვიწყებთ მუშაობას მერე ფარცხალეძე ვინმეს სცემს ან კლავს და ვიყოთ ასე პირდაბეჩნილები. მე პარტიული პოლიტიკიდან წავედი, ძლიან კონკრეტული მოსაზრებებით, თორემ დუმილის რეჟიმი კი არ ამირჩევია. ყველაფერი რაც კი ოდესმე მიკეთებია პოლიტიკა იყო, ადამიანის უფლებებიც პოლიტიკაა, კორუფციასთან ბრძოლაც და დეოკუპაციისთვის ბრძოლაც. ქსოვა და ხატვა მე არ ვიცი, და ისე რომ სულ გაგანობეთ ჩემს ხმას, ორონდ სხვაობა ის არის, რომ ეხლა მე ვირჩევ როდის გაგანოთ ეს ხმა და როდის არა”.