გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა.
შეხვედრის შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გამოძიებას მოუყვა ყველა დეტალი. “
“გამოძიებას მოვუყევი ყველაფერი და ყველა დეტალი, ინციდენტი არ ყოფილა, იყო წამიერი შეხვედრა”, – განაცხადა ფარცხალაძემ.
რაც შეეხება მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, ფარცხალაძის თქმით, ეს არის სისულელე და ტყუილი.