ბასკური “ბილბაოს” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, რომლის სახელსაც კატალონიის “ბარსელონას” უკავშირებენ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
“გუნდიდან მივდივარ. ამას სეზონის ბოლოს არა კლუბისადმი უპატივცემულობის, არამედ იმის გამო ვამბობ, რომ მინდოდა გუნდის ერთიანობა შემენარჩუნებინა.” – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Mundo Deportivo.
გავრცელებული ინფორმაციით, ვალვერდეს “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია და ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია მაისის ბოლოს გავრცელდება.
barcamania.ge