ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

17 მაისის დენის გრაფიკი: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდებათ ელექტრომომარაგება

თბილისის ნაწილს, ხვალ, 17 მაისს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ კომპანია “თელასი” ავრცელებს.

გთავაზობთ უბნების და ქუჩების ჩამონათვალს, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონში: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვერეს ხევის, მერაბ ალექსიძის, სანდრო ეულის, ფხაკაძის, ალექსანდრე იოსელიანის, ანა პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, მებაღეობის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას (ნაწილობრივ), ღამბაშიძის, ქუჩიშვილის და თარხნიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში: 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში: 11:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, კრუპსკაიას, სარაჯიშვილის, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში: 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ”თელასში” აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....