ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას, რომ თორდია ცრუობს და მისთვის ფარცხალაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თორდიას მეუღლე აბსურდულს უწოდებს.
მაია ირემაშვილი ადვოკატების შეკითხვებსაც პასუხობს და ამბობს, თუ რატომ მიმართა ლაშა თორდიამ ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციასა და სასწრაფო დახმარებას.
,, დიახ, ნამდვილად მოგვიანებით მიმართა სასწრაფოსა და პოლიციას. დაახლოებით 5 საათისთვის, მას შემდეგ რაც უკვე ვეღარ ვახერხებდი მისთვის თავის ტკივილის გაყუჩებას მე თვითონ დავრეკე სასწრაფოში და საპატრულო პოლიციაში. სასწრაფომ გადაგვიყვანა საავადმყოფოში , სადაც ჩვენთან ერთად შს სამინისტროს ორ წარმომადგენელიც იმყოფებოდა და მათ მე იქვე დამკითხეს.
გარდა ამისა, საავადმყოფოში შესვლიდან არსებობს ყველა გამოკვლევა და ანალიზი , საიდანაც ირკვევა, რომ ლაშა თორდია არ ყოფილა ნასვამ მდგომარეობაში,“- ამბობს თორდიას მეუღლე ,,პირველ რადიოსთან“.
გარდა ამისა, მაია ირემაშვილის თქმით, ლაშა თორდია ,,ელ ცენტროში“ მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც მის გარდა სხვა ბევრი სტუმარი იყო იმ სუფრაზე, თუმცა გამოძიებას არცერთი მათგანი არ დაუკითხავს.