10 დეკემბერს ,17:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” – 10 დეკემბერს, 17:00 საათზე, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება. დემონსტრანტები საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების დაკავებებს გააპროტესტებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

