aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

IDFI – შშმ პირების დასაქმების მაჩვენებელი უარესდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებას სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს, რის ვალდებულებაც ქვეყანას გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის თანახმად აქვს აღებული. ინფორმაციას IDFI-ის ავრცეკებს.

IDFI-ის ინფორმაციით, ამას ცხადყოფს მათ მიერ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების, ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე გაწეული ხარჯების, მათზე გაცემული მართვის მოწმობების და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაცემული სპეციალური საცნობი ნიშნების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი.

„სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, რის ვალდებულებაც ქვეყანას აღებული აქვს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიხედვით.

2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში სულ აღრიცხულია 100,113 შშმ პირი, მაშინ, როდესაც 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 118,651 მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღები შშმ პირი, ხოლო 2017 წელს – 125,104.
საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 5,172 შშმ ბავშვია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებულია დაახლოებით ორჯერ მეტი – 10,052 სოციალური დახმარების მიმღები შშმ ბავშვი.

2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96,102 პირიდან დასაქმებული იყო 34,4% (33 027 პირი).

დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 86,2% წარმოადგენდა თვითდასაქმებულს, მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი დანარჩენ მოსახლეობაში შეადგენდა 53,6%-ს.

2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96,102 პირიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 4.8% – 4,571 პირი.

შშმ პირების დასაქმების მაჩვენებელი უარესდება სტატუსის სიმძიმის მიხედვით. მაგალითად, მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) 15 წლის და ზემოთ შშმ პირებიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 3.8%. მნიშვნელოვნად გამოხატული (II ჯგუფი) შშმ პირებიდან – 4.8%, ხოლო ზომიერად გამოხატული (III ჯგუფი) შშმ პირებიდან – 7.8%.

2014 წლის მდგომარებით, ევროპის ქვეყნებში საშუალოდ შშმ პირთა დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელი 33,6%-ს შეადგენს, რაც 7-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს.

ქალაქ თბილისის მერიის და რაიონული გამგეობების მიერ, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხერხდება შშმ პირთათვის ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე გაწეული ხარჯების პროექტის მთლიანი ხარჯებისგან განცალკევებით აღრიცხვა.

2017 წელს მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება შშმ პირებზე მართვის მოწმობებისა და ავტომობილების საცნობი ნიშნების გაცემის თვალსაზრისით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

იტვირთბა....