ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

18 წლით პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც არასრულწლოვანი სხვადასხვა დროს გააუპატიურა

არასრულწლოვანის გაუპატიურების, მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის თანახმად, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი სხვადასხვა დროს გააუპატიურა და მის მიმართ განახორციელა გარყვნილი და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები. ასევე ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა, თუ მის მიმართ განხორციელებული ფაქტების შესახებ ვინმეს ეტყოდა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (ორი ეპიზოდი)), 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკის მიუღწეველი პირის მიმართ), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი)) და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/v6.0/plugins/comments.php?app_id=651048015649458&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df0c9baf347d18294c%26domain%3Dtvpirveli.ge%26is_canvas%3Dfalse%26origin%3Dhttps%253A%252F%252Ftvpirveli.ge%252Ff6fa8823fe77a7e26%26relation%3Dparent.parent&container_width=753&height=100&href=https%3A%2F%2Ftvpirveli.ge%2Fka%2Fsiaxleebi%2Fsazogadoeba%2F139351-18-tslit-patimroba-miesaja-pirs-romelmats-arasrultslovani-skhvadaskhva-dros&locale=en_US&numposts=5&sdk=joey&version=v6.0&width=
იტვირთბა....