ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა სამართალი

თარხან გასვიანი პოლიციას ძალადობაში ამხელს (ვიდეო)

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებულ სასტიკ ზეწოლაზე წერს. გასვიანის განცხადებით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ სამართალდამცველ სტუქტურებში ძველი კადრები შემორჩნენ:

“ამა წლის 7 აპრილს, საღამოს 18:00-ზე მე და ჩემი მეგობარი მოვსეირნობდით ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ჩემთან უნდა ავსულიყავით სახლში. სახლიდან დაახლოებით 40-50 მეტრში სამმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა გაგვაჩერა და გვკითხა თუ სად მივდიოდით, როგორც იყო ისე ვუთხარით, საბუთები მოგვთხოვეს, ვანახეთ, შესაბამისად ჩვენც მოვთხოვეთ საბუთები, რაზეც გვიპასუხეს რათ უნდა საბუთი პოლიციელები ვართ ვაკის განყოფილებიდანო…მივხვდი რომ გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ამოვიღე მობილური, ვიდეო ჩავრთე და ხელახლა ვთხოვე საბუთი, რადგან იდენთიფიკაცია მომეხდინა იყვნენ თუ არა ისინი ე.წ „სამართალდამცავები“…ამ დროს მოვარდა მეოთხე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, როგორც მომავალში გავარვკიე პოლიციის თანამშრომელი მანუჩარ შონია, უფროსის ტონით მიმართა დანარჩენ სამს რამდენს ალაპარაკებთ დროზე მანქანაში ჩასვით, განყოფილებაში გადარეკეთ და უთხარით დაკავებულები მოგვყავსო…

მისკენ შევატრიალე კამერა და გაოცებულმა ვკითხე თუ რის თაობაზე ვიყავით დაკავებულები, რაზეც გვიპასუხა **ეზე მკიდია რასაც გეუბნებით ის გააკეთეთ დროზე მანქანაშიო! როდესაც კამერა კარგად დაინახა ტონი შეარბილა ტელეფონი აიღო და სადღაც რეკვა დაიწყო, ხელში მე და ჩემი მეგობრის პასპორტები ეკავა…კარგით უფროსოო ვიღაცას უპასუხა ტელეფონზე…მანქანაში ჩაგვსვეს, მე კამერა არ გამითიშავს, ამ დროს მანუჩარ შონიამ გვერდზე მჯდომ პოლიციელს გახედა და უთხრა ეხლა უკვე ტვინი მო***ნა ამან კამერა გამოართვი და ვიდეო წაშალეო, შევეცადე არ მიმეცა მობილური ტელეფონი, მაგრამ ძალის გამოყენებით წამართვეს, ვიდეო იპოვეს და გზაშივე წაშალეს…

მიგვიყვანეს ვაკის მთავარ სამმართველოში, ჩემი მეგობარი უფროსის კაბინეტში ზედა სართულზე აიყვანეს მე კი პოლიციელების გასახდელში ჩამიყვანეს, იმ ადგილას სადაც მოგეხსენებათ არ არის დამონტაჟებული კამერები…შემოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი ეტყობოდა უფროსი ან უფროსის მოადგილე იყო, შემომხედა და იკითხა ეს იღებდა ქუჩაში ვიდეოსო? თანამშრომლებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს… მომვარდა ფეხები ტერფებზე დამადგა რომ ვერ გავნძრეულიყავი და კისერში ხელი ჩამავლო, მე გიორგი ვარ გაკაფაშვილიო კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახელი და გვარიო, აბა ეხლა გადაიღე ვიდეოები შენი დედა მო***ნო, კარგა ხანს ვერ ვსუნთქვდი შემდეგ ხელი გამიშვა და მანუჩარ შონია შემოვიდა, რომელიც ჩემი დაკავებისას აქტიურობდა…მომვარდა, გიორგის გაკაფაშვილს, რომელიც შემდგომში ვაკის პოლიციის უფროსის მოადგილე აღმოჩნდა, ჯერ კიდევ ჩემს ტერფებზე ედგა ფეხები, მანუჩარმა ყვირილი დამიწყო, რა გგონია რამე შეიცვალაო? შენ და შენ პარტიას ვინც არჩევნებში ხმა მისცეს იმის ოჯახი მოვ***ან მეო, დამაგდო და თავისა და წელის არეში დამიწყო რტყმა, ამ დროს, როდესაც ძირს ვეგდე, გიორგი გაკაფაშვილი თავზე დამადგა იარაღი ამოიღო და მეუბნება: ნეტა მიშას დრო იყოს, ხომ დაგაცლიდი ამ აბოიმას შუბლშიო!!!

ვეღარ მოვითმინე და ვუპასუხე თუ კაცი ხარ ეხლავე დამაცალეთქო, რაზეც უფრო განრისხდნენ და გააგრძელეს ჩემზე ძალადობა…

მაქსიმალურად ცდილობდნენ ისეთ ადგილებში მოეყენებინათ ტრამვა, რომ არ დამჩნეოდა…

1-2 საათის შემდეგ ფიზიკური ძალადობა შეწყვიტეს და მუქარაზე გადავიდნენ, აბა ერთი ვნახოთ ეს ამბავი სადმე გაშუქდეს, ვერც ჟურნალისტები გიშველიან მერე და ვერც შენი პარტიაო…

წყალი მოვითხოვე, უფროსის მოადგილემ თუ მოსწყურდა იმ “პლასტმასის” ბოთლიდან დაალევინეთო, შესაბამისად მეც მომიწია თავის შეკავება…

3 საათის შემდეგ გადამიყვანეს დიღომში ნარკოლოგიურში, ძალიან დიდი რიგი იყო ნარკოლოგიურში… ეს ჩქარა დავაბინავოთ დროებითი მოთავსების იზოლატორშიო შეთანხმდნენ და სამინისტროს ლაბორატორიაში გადამიყვანეს, ორთაჭალაში. გამსინჯეს ნარკოტიკებზე, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ანახა ანალიზმა…

ღამის 12 საათისთვის უკვე წინასწარი მოთავსების ოზოლატორში ვიყავი, მხოლოდ ის ვერ გამეგო, თუ რატომ რისთვის…ერთს ვფიქრობდი რამე არ „გამიჩალიჩონთქო“

იზოლატორში ორჯერ წამივიდა გული, მაშინვე მივხვდი რომ ძლიერი ტვინის შერყევა მქონდა…

სამი ღამის შემდეგ, როდესაც ვერც ბრალი წამიყენეს, და ვერც ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო მიპოვეს სისხლში, მოუწიათ ჩემი გამოშვება ე.წ „კაპეზედან“. სახლში მოვედი 1 საათი დავისვენებ და ექსპერტიზაზე წავალთქო ვიფიქრე, კვლავ გონება დავკარგე, ოჯახის წევრებმა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადამიყვანეს, ჩამიტარდა გამოკვლევა, დამიდგნის შერყევა მძიმე ფორმებში, დამიფიქსირეს ვიზუალური დაზიანებები, დამინიშნეს მკურნალობა, წოლითი რეჟიმი.

 

მეორე დღეს, ანუ დღეს დილით სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩავიტარე…

შევიტანე განცხადება როგორც მთავარ პროკურატურაში, ასევე გენერალურ ინსპექციაში…

იმედი მაქვს კანონი იზეიმებს და დამნაშავეები, რომლებიც თავს „კანონის მცველებად“ ასაღებენ სათანადოდ დაისჯებიან…” -წერს თარხან გასვიანი.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, თარხან გასვიანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

იტვირთბა....