aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მერიის თანამშრომელს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო” ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი  ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში  წერს, რომ გუშინ სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომლი ოთარ აბესაძე დააკავა. მისი თქმით, აბესაძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში რამდენიმე კვირის წინ მის ქონებას ითვლიდა.

“გუშინ, 11 ივლის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს თბილისის მერიის – მერის “გამპრავებელი” და თანამშრომელი ოთარ აბესაძე.  ინგა გრიგოლია – ს რეაქციაში ოთარ აბესაძე ითვლიდა ჩემს ქონებას, რომელიც რეალურად არ გამაჩნია ! საპასუხოდ დავსვი კითხვა თუ საიდან აშენებდა საგურამოში უზარმაზარ სახლს და გამოვთქვი ეჭვი, რომ კეთილსინდისიერად ამხელა ფული არ იშოვება !”-წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი”,- ოთარ აბესაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს ქ. თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, ქ. თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გარდა ამისა, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....