დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილი განცხადებას, იმის შესახებ, რომ მათ მერიამ აქციისთვის სხვა ადგილის შერჩევა სთხოვათ, ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონი არის ძალიან მარტივი გამოსავალი ყველასთვის.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, დედაქალაქი საახალწლოდ ემზადება და ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება შეუძლებელი იქნება.
“კანონი არის ძალიან მარტივი გამოსავალი. პარლამენტის წინ ეს არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება საახალწლო მთავარი ნაძვის ხე და მე ეს არ მომიფიქრებია, ეს არის ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება”, – განაცხადა მერმა.
შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილისა და დავით სარალიძის მშობლებმა დღეს მერიიდან წერილი მიიღეს, რომ 7 დეკემბრიდან აქციისთვის სხვა ადგილი უნდა შეარჩიონ. რაზეც შვილმკვდარი მამები უარს აცხადებენ და დასძენენ, რომ ისინი სწორედ იმ ბავშვების კეთილდღეობისთვის იბრძვიან, რომლებმაც ახალი წელი უნდა იზეიმონ.
შეგახსენებთ, რომ სარალიძე და მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ აქციას მათი შვილების მკვლელების დასჯის მოთხოვნით მართავენ.