გიორგი გაჩეჩილაძე სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის კარტერულ შეთანხმებაზე საუბრობს. მან და “სიტორენ ჯორჯიას” ადვოკატებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ამ შეთანხმებებით ათეულობით მილიონი ლარის ზარალი სახელმწიფოს ადგება.
გიორგი გაჩეჩილაძემ კონკრეტული გვარებიც დაასახელა და ამ თემასთან დაკავშირებით მის მეგობართან, გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაციაც გაიხსენა.
„მე იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ მას SMS-თაც კი მივწერე, რომ ძალიან დიდი უსამართლო ხდება მეთქი სახელმწიფო შესყიდვებში. მეორე დღეს მის თანაშემწეს შევხვდი და მან მითხრა, რომ სასამართლოსთვის მიმემართა. აქ მივხვდი თუ რამდენად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია ის. სანამ ამ ბიუჯეტის ხვრას და არასახელმწიფოებრივ მიდგომას არ შეეშვებიან, მითუმეტეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პრინციპში დღეს აღარ არის ეს ადამიანი წარმომადგენელი, ვისზეც ვსაუბრობ, არც მინდა მისი გვარის დასახელება და სარგებლობენ პრემიერმინისტრის ხასიათით, წესიერებით, ამიტომაც დგამენ ასეთ ნაბიჯებს.
“როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგრები და წოვენ სისხლს მერამდენე წელია და ამით უნდათ, რომ გასვარონ გიორგის პატიოსნება, ღირსეული ადამიანის სახელი, ამას მე პირადად არავის შევარჩენ. მას შეეძლო ჩარეულიყო კიდეც, მაგრამ ზუსტად ამიტომაც ვაფასებ, რომ არ ჩაერია,“ – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
წყარო: “რუსთავი 2”