რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა მისი სახლის შესახებ ისაუბრა, რომელიც 10212 წლის შემდეგ აშენდა.
რუსთავი 2-მა მოიტყუა, როცა თქვა, რომ ორივე სახლი 2012 წლის შემდეგ მაქვს აშენებული და არ მიანიშნა რეალობა. 120 000 ლარი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შავი კარკასი ამეშენებინა. ეკო მაღრაძე საუბრობს რომ სახლი ცეცხლგამძლე აგურითა და ბეტონით მაქვს აშენებული. ერთი გამაგებინეთ რომელ აგურს და ბეტონს ეკიდება ცეცხლი? ჩვეულებრივი ბრიზგით არის აშენებული, 50 თეთრიანი აგურის ზოლი აქვს ჩემს სახლს და ყველაზე იაფიანი სამშენებლო მასალითაა აშენებული. გემოვნებაზე არ დაობენ და მე თუ მაქვს გემოვნება და ჭკუა იმის მოსაფიქრებლად, რომ იაფად ასეთი სახლი ავაშენე, ამაზე არ უნდა მედავებოდნენ” – განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-მა მოამზადა ქართული ოცნების წევრების სახლების შესახებ. ამსიაშიმოხვდა ირაკლი სესიაშილის სამ სართულიანი სახლი ტერასებითა და აუზით.