ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სააკაშვილს არ განუცხადებია, რომ გირგვლინის საქმეზე დაკავებულებს შეიწყალებდა”

თბილისის საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაია დისტანციურად დაიკითხა:

„საჭიროდ არ ვთვლი, ვთქვა, სად ვარ, თუ აუცილებელია, მოგახსენებთ. შემიძლია, სასამართლოს ისეთი ინფორმაცია მოვაწოდო, რომელიც სრული ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმარება.

მელნიკოვთან ერთად სააკაშვილთან ცხოვრებაში არ მივსულვარ. თუ სააკაშვილთან დავდიოდი, ეს სახელმწიფო საკითხებს და საქმეს ეხებოდა. სააკაშვილს არ განუცხადებია, რომ გირგვლინის საქმეზე დაკავებულებს შეიწყალებდა. არასდროს ამ თემაზე სააკაშვილთან არ მქონია საუბარი. არ განმიცხადებია მელნიკოვისთვის და გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის, რომ შეწყლების დაპირება პრეზიდენტისგან იყო. მელნიკოვთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა – ჩემი დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, მე – მისი ხელმძღვანელი. ის – გაცილებით დაბალი რგოლის ადამიანი. მელნიკოვს საქმის კურსში არ ვაყენებდი, როდესაც სააკაშვილს ვხვდებოდი. ერთადერთი საქმის კურსში მერაბიშვილს ვაყენებდი სააკაშვილთან შეხვედრის და სახელმწიფოებრივ საკითხებზე. 2006 წლის განმავლობაში პრეზიდენტთან ვიზიტის დროს კანცელარიაში კი არა 2006 წელს ოქრუაშვილს საერთოდ არ შევხვედრივარ. მიკვირს ეგ კაცი რატომ იტყუება”, – აღნიშნა ახალაიამ, რომელმაც განმარტა, რომ კუდ-ის დირექტორად დანიშვნაზე რეკომენდაცია ვანო მერაბიშვილმა გაუწია.

დათა ახალაიას მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს განახლდა.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები გია ალანია, ალექსანდრე რაჭავა მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური 2008 წელს შეიწყალა. მათ საპატიმროში მხოლოდ 2 წელი გაატარეს.

ეს სააკაშვილის საქმეზე პირველი განაჩენი იქნება. სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის, 9 მილიონი ლარის გაფლანგვაში და 7 ნოემბრის დარბევის საქმეებზეც ედავებიან, თუმცა ყველა ეს საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

დათა ახალაიასა და გიორგი დგებუაძეს კი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და უფლებამოსილების გადამეტება ედებათ. საქმე ეხება ნავთლუღის სპეცოპერაციას. დათა ახალაია ძებნაში იმყოფება.

 

 

იტვირთბა....