ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში, დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს დაესხა

რუსეთში, ქალაქ სურგუტში დანით შეიარაღებული უცნობი პირი გამვლელებს თავს დაესხა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება:

„წინასწარი ინფორმაციით, უცნობი პირი ქალაქ სურგუტის ცენტრალურ ქუჩაზე ცივი იარაღით თავს დაესხა გამვლელებს, რის შედეგადაც რვა ადამიანია დაშავებული. დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინეს. ჯერჯერობით უცნობია მოტივი.

იტვირთბა....