ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქმა საქველმოქმედო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას, საქველმოქმედო ორგანიზაცია  „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობაზეც ისაუბრა:

“მიუხედავად იმისა, რომ მრავალი განსაცდელი ხდება ჩვენს წინაშე, ბევრი სასიკეთო რამ კეთდება, განსაკუთრებით ონკოლოგიური ავადმყოფობით დამძიმებული ბავშვებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც დააარსეს ეს ფონდი, შრომობენ და ზრუნავენ ჩვენი ბავშვებისთვის”, – აღნიშნა პატრიარქმა.

„სოლიდარობის ფონდმა“ 2014 წლის ივნისიდან დღემდე 10 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება და ონკოლოგიური დაავადების მქონე 400 ბავშვის და 22 წლამდე ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო. ქადაგებისას მრველს  მოუწოდეს, ვისაც სურვილი ექნება, ჩაერთოს აღნიშნულ ქველმოქმედებაში.

იტვირთბა....