ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ოქრუაშვილი: ბახტაძეს ამერიკაში კითხეს, სალომე ზურაბიშვილი საიდან გამოჩხრიკეთო და ხელები დაიბანა, ბიძინამ მოძებნაო

ბახტაძე ჩავიდა ამერიკაში და იქ კითხეს, ეს ქალი(სალომე ზურაბიშვილი) საიდან მოძებნეთ, საიდან გამოჩხრიკეთო და ხელები დაიბანა, მე არაფერშუაში ვარო. სადღაც შეხვედრაზე პრეტენზია წაუყენეს, რომ ეს ქალბატონი თქვენი გუნდის წევრი არ არის, ესეთი ხაზის გამტარებელია, ამ რიტორიკას აწვება, რომ ომი თქვენ დაიწყეთო. მე არაფერ შუაში ვარ, ბიძინამ მოძებნაო, ბახტაძემ უპასუხა”

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა “რეაქციაში” განაცხადა და აღნიშნა, რომ არაფერი იმალება და მსგავსი ინფორმაციები ადვილად ვრცელდება.

იტვირთბა....