ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოქუაშვილი: “ავიღე 4 მილიონი და გადავრიცხე ოფშორში”

ოქუაშვილმა “კვირის აქცენტებში” დეტალურად ისაუბრა როგორ სთხოვდა ბიძინა ივანიშვილი  4 მილიონს და რა გზებით შეძლო მან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელისთვის ეს თანხა გამოერთმია.

„ავიღე და 4 მილიონი გადავრიცხე ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახსნილი ფირმა იყო. ფირმა იყო გახსნილი ოფშორში და დაჯდა 4 მილიონი, ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რომელიც აბსოლუტურად არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისი თქმით თანხა გასცა “თიბისი ბანკმა,” რომელიც იმყოფებოდა გიორგი გახარიას ზეწოლის ქვეშ.

„ეს მოხდა “თიბისი ბანკში” დაიბარეს დირექტორები და რა ზეწოლის ქვეშ იყო ბანკის დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტიო ხაზარაძე, დაიბარა გახარიამ. რეკავდა ფარცხალაძე, რეკავდა ლევანი. ვერ დაბლოკეს. “თიბისი ბანკს” უნდა დაებლოკა, ეს იყო აბსოლუტურად პროცედურის დარღვევა. ის რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო.  ის რომ ფირმაში 4 მილიონი ასე ერთბაშად არ უნდა გაცემულიყო. ამ შემთხვევაში მივიდა ბუხრიკიძე და უთხრა თვითონ. თანავუგრძნობ მე მას. ყველა ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რაც ჰქონდა ივანიშვილისგან და გახარიასგან,“- განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებდა რომ ბანკი დაიხურებოდა 06:00 საათზე და ამ თანხის გატანას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ზეწოლის შედეგად მოხდა ისე,  რომ ბანკმა თანხა გასცა 08:00 საათზე.

„დაკეტილი კარები, რომ გააღეს აბსოლუტურად პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხით. ეს იყო დაყაჩაღება ბანკის. უთხრეს რომ ჩანთა რომელიც ეჭირათ ჩადებდნენ მანქანაში. შეიარაღებული კაცი ელოდებოდა, რომელმაც უთხრა რომ ეთქვა, რომ სახეში არ შეეხედა,“-განაცხადა ოქუაშვილმა.

იტვირთბა....